მიმართავს თუ არა სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს

მზადდება თუ არა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის საქმეზე სარჩელი ევროპული სასამართლოსთვის?! იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები რამდენიმე დღეა, სტრასბურგში ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე სარჩელის შეტანას აანონსებენ, სარჩელი ჯერ არ გაგზავნილა. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს სააკაშვილის უფლებადამცველი.

შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სარჩელზე ჯერჯერობით არ მუშაობს და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გადასაწყვეტია, მიმართავს თუ არა ის ევროპის სასამართლოს.