სააკაშვილის გვერდიდან წაშლილი სტატუსი - მელიას განცხადება

უცნაურად, უცაბედად, სააკაშვილის „ფეისბუქიდან“ ქრება „არმოსაწონი პოსტი“. ამას აკეთებს ხალხი, ვინც ამტკიცებდა, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ნიკა მელიას თქმით, სიმართლისთვის და სამართლიან ბრძოლას აქვს წესები. საკუთარ განცხადებაში ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედ მენეჯმენტს აკრიტიკებს და მათ „კვიპროსიდან მართულებს“ უწოდებს. მისი შეფასებით, ამ მდგომარეობით „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ვერ მოუგებს. ბრძოლა უკომპრომისობითაა მოსაგები და არა მორალური კომპრომისებით დასუსტებული პოზიციით, რაზეც პარტიის მენეჯმენტი არა მხოლოდ თავად მიდის, არამედ სხვისგანაც იმავეს მოითხოვს“, – წერს ნიკა მელია. ამ განცხადებაში ლაპარაკია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც სააკაშვილი მელიაზე პოზიტიურ კონტექსტში წერდა. ეს პოსტი სააკაშვილის გვერდზე აღარ არის განთავსებული.