მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მსურველი ასობით თანამოქალაქეა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი თავისუფალი უნდა იყოს. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ყველა ქალაქში ხალხს რიგში უწევს საათობით დგომა იმისთვის, რომ მოთხოვნა ხელმოწერით დაადასტუროს.