მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. „მთავარ არხთან“ საუბრისას ექს-პრეზიდენტმა თქვა, რომ ზუსტად არ იცის ვაშაძეს ბიძინა ივანიშვილი მართავს, თუ უნებურად ასრულებს მის დავალებას. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება და ქვეყნის აღმშენებლობა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია.
უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას გარკვეულწილად ექს-პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილიც იზიარებს, რომელიც საპარლამენტო მანდატების და თანამდებობების გადანაწილების პროცესს ვაჭრობას უწოდებს და მიიჩნევს, რომ არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია.
თემის დეტალებით, ანა ბროლაძე პირდაპირ ეთერში.