რეზოლუციის მიღებამდე რამდენიმე ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატი იმყოფებიან, რომლებიც სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმთა კონსილიუმის შეფასებებზე და „ემპათიის“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით ექს-პრეზიდენტის მოწამვლაზე საუბრობენ და მძიმე შედეგებს პროგნოზირებენ. მათ პოზიციას იზიარებს რამდენიმე ევროპელი დეპუტატიც, რომლებიც სააკაშვილის საკითხს ჰუმანიტარულ ჭრილში განიხილავენ. თუმცა, კეთდება რადიკალური განცხადებებიც. რამდენიმე ევროპარლამენტარი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანაზეა დამოკიდებული. ასე ფიქრობენ ექს-პრეზიდენტის პარტიის წევრებიც – გასხვავებით მმართველი გუნდისგან, რომელიც ციხეშიც და კლინიკაშიც მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლებას დაცულად აცხადებს და ოპონენტებს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის თემის პოლიტიზირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.