სააკაშვილი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე შევიდა. მისი განცხადებით, ის ექს-პრეზიდენტს დღეს გამართულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას. თუთბერიძის თქმით, ელოდებიან სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებელს, რომელიც სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობის სავარაუდო ფაქტს იძიებს.