სააკაშვილი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს.

როგორც ადვოკატები განმარტავენ, ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობასთან დაკავშირებული წამლების მიღებაზე და ექიმების მომსახურებაზეც უარს ამბობს. ცოტა ხნის წინ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი ექს-პრეზიდენტის გამოსაკითხად შევიდა. მას ციხის საავადმყოფოში შეყვანის გარემოებების დასადგენად სააკაშვილთან სურდა საუბარი. გამოკითხვას მისი ადვოკატებიც უნდა დასწრებოდნენ, თუმცა გამოკითხვის ფორმატზე შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც პროცედურა გადაიდო.