საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება გაიმართა. ღვთისმსახურების დროს სახარებიდან ქრისტეს ცხოვრების ეპიზოდები წაიკითხეს. შესრულდა საეკლესიო საგალობლები.
საქართველოს სახარებისეულ ქრისტიანულ-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის პრეზიდენტმა, ეპისკოპოსმა გია კანდელაკმა ყველა ქრისტიანს მიულოცა აღდგომა და განმარტა, რომ ეს არის დღესასწაული, რომელიც ყველა ქრისტიანულ კონფესიას აერთიანებს.
საქართველოში სახარებისეული ქრისტიან-ბაპტისთა ეკლესია 2017 წელს გაიხსნა, ბაპტისტური ეკლესიის 150 წლისთავზე. ამ დროისთვის კავშირი 30-მდე ეკლესიასა და 700-მდე წევრს აერთიანებს.