რწმენის სიმტკიცე, რომელიც ადამიანებმა ყველაზე მძიმე წუთებშიც არ უნდა დაკარგონ, – უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლეს მთავარი გზავნილები ომის სისასტიკეს, უფლისადმი რწმენას და სიყვარულს შეეხებოდა. „უფლის გზაზე სიარული ეს საკუთარ თავთან გარდაუვალი ომია“, – აღნიშნავს ილია მეორე და წერს, რომ ურთულეს მდგომარეობაშიც კი, ადამიანებმა ღირსება უნდა შეინარჩუნონ. მისი უწმინდესობის ტრადიციული ეპისტოლე სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს. ზარების რეკვით და სააღდგომო საგალობლებით შეხვდნენ ბრწყინვალე დღესასწაულს ქვეყანაში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში.