ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მიხეილ ხიდურელი უხელმძღვანელებს. ახალი ხელმძღვანელი სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.
მიხეილ ხიდურელს განათლება ლონდონში ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით აქვს მიღებული. მას 2016 წლიდან, პარტნიორებთან ერთად, საქართველოში საკონსულტაციო კომპანია ჰქონდა დაფუძნებული, რომელიც საქართველოში არსებულ ბიზნესსექტორს აქტიურად ეხმარებოდა.
სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის განცხადებით, მას გუნდთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაგეგმილი, განსაკუთრებით კი, ტურიზმისა და განათლების სფეროში.
სააგენტოს ხელმძღვანელი პოსტზე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.