რვა წელი შემზარავი ტრაგედიიდან.
2010 წელს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის ტრაგიკული აღმოჩნდა. მაშინ ჩვენს ქვეყანას ოლიმპიადაზე საციგაო სპორტში ორი წარმომადგენელი ჰყავდა. მათ შორის იყო 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი, რომელიც საციგაო ტრასის გაუმართაობის გამო, საცდელი ვარჯიშის დროს დაიღუპა. ზუსტად იმავე მოსახვევმა საწვრთნელი დაშვებისას კიდევ ორი უცხოელი სპორტსმენი დააზარალა.