რვა წელი ქვეყნისთვის ტრაგიკული თარიღიდან.
2015 წლის 13 ივნისს თბილისი დამანგრეველი სტიქიის ეპიცენტრად იქცა. 21 დაღუპული, ორი დაკარგული, დანგრეული სახლები, უსახლკაროდ დარჩენილი ათეულობით ოჯახი, ცხოველთა განადგურებული ვოლიერები, ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებლები, წყლით დაფარული ვერეს ხეობა. რვა წლის წინ, ამ დღეს ერთდროულად ცხრა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესი განვითარდა, ბეთანიაში მთის ნაწილის ჩამოშლის შედეგად წამოსული ღვარცოფული ნაკადი სვანიძის ქუჩაზე აშენებულმა გვირაბმა ვეღარ გაატარა, ვერეს ხეობა წყალმა დაფარა, წყლის დონემ 15 მეტრს მიაღწია. მასშტაბურ წყალდიდობას სვანიძის ქუჩაზე და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე კატასტროფული შედეგები მოჰყვა.
საბედისწერო 13 ივნისს, სტიქიური უბედურების ეპიცენტრში მყოფი და სიკვდილს გადარჩენილი ოჯახები იხსენებენ.