საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოში გამოსვლა დაასრულა.
33-მა ქართველმა სპორტსმენმა 11 სახეობაში იასპარეზა და ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს არასოდეს მოუპოვებია ერთ ოლიმპიადაზე რვა მედალი. სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე. ხვალ კი ტოკიოს ზაფხულის თამაშები ოფიციალურად დაიხურება.
პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.