რუსულმა მხარემ საბაჟო მონიტორინგის და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა

რუსულმა მხარემ საბაჟო მონიტორინგის და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია „მოამბეს“ ზურაბ აბაშიძემ დაუდასტურა. მისი განცხადებით, ეს ფაქტი 24 მაისს პრაღაში გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის იმედს აჩენს.

რუსეთთან  ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ გარდა ჰუმანიტარული, სატრანსპორტო და სავაჭრო-ეკონომიკური თემებისა, ქართული მხარე აუცილებლად დააყენებს ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავეების დასჯის საკითხს.

პრემიერის მრჩეველი, რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტებს შორის შესაძლო შეხვედრის საკითხსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს.