1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ადგილზე შეკრებილნი იყვნენ სამხედრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები. ისაუბრეს ჯარისა და სახალხო გვარდიის იმ მებრძოლებზე, რომელთაც 100 წლის წინ თბილისის მისადგომებთან გამართულ ბრძოლებში წითელი არმია დაამარცხეს. შეკრებილებს სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების საშუალებაც მიეცა.