რუსული კულტურის ცენტრის გახსნა არ იგეგმება 

გრიგორი კარასინის მიერ პრაღაში გაკეთებული განცხადება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა ხდება.

ლავროვის ყოფილი მოადგილის მხრიდან ნახსენებ რუსული ენისა და კულტურის ცენტრს დღეს თბილისში სპეციალური დისკუსია მიუძღვნეს. ცენტრისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე ვრცლად ისაუბრეს შეხვედრაზე, სადაც ოპოზიციური პარტიებისგან გასხვავებით, მმართველი გუნდის წევრები საერთოდ არ მიუწვევიათ. საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც კარასინს პრაღის ფორმატში ბოლოს 10 დღის წინ შეხვდა, ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ზურაბ აბაშიძე საკითხის პოლიტიზირების მცდელობაზე მიუთითებს და ამტკიცებს, რომ ეს საკითხი სახელისუფლებო დონეზე დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ანალოგიურია მმართველი გუნდის ლიდერთა პოზიციაც, თუმც

ოპოზიციას ამ განმარტებების არ სჯერა.