რუსული აგრესიის მსხვერპლთა მოლოდინი

სტრასბურგის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ოჯახები. პირები, რომლებმაც კონფლიქტი საკუთარი ახლობლების სიცოცხლის ფასად გამოსცადეს.

ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა და ღია ცის ქვეშ დარჩა. მათი ჩვენებები საქმეზე „საქართველო რუსეთის წინაღმდეგ“ მტკიცებულებად არის წარდგენილი.

10 წლის შემდეგ მოლოდინი და ემოციები უცვლელია. უცვლელია ის საფრთხეც, რომელიც ე.წ. საზღვრისპირას მცხოვრები ადამიანებისთვის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია.