„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერი 2” - სტრასბურგის სასამართლოში ზეპირი მოსმენა დასრულდა

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერი 2” – სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე ბოლო ზეპირი მოსმენა გაიმართა. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავდნენ.

საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბენ ემერსონმა საუბარი იმით დაიწყო, რომ დამოუკიდებლობიდან 100 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის აგრესიულ ოკუპაციას.

რაც ეხება რუსეთის ფედერაციას, ქვეყნის სახელით ჯერ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ გალპერინი წარდგა, შემდეგ კი, ადვოკატმა ისაუბრა.