„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ნომერი 2“ - საქმის ბოლო მოსმენა სტრასბურგის სასამართლოში

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერი ორი“, – ამ სახელწოდების სარჩელზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ბოლო სხდომას მართავს. ამის შემდეგ სტრასბურგის დიდი პალატის მოსამართლეები სათათბიროდ გავლენ და რამდენიმე თვეში დასაბუთებულ, წერილობით გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებენ.

ამ წუთებში სიტყვით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დამცველი ბრიტანელი ადვოკატი ბენ ემერსონი გამოდის.

საქართველოს სარჩელი რუსეთის მიერ სიცოცხლის უფლების დარღვევას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ასევე, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკუთრების, განათლების და გადაადგილების თავისუფლების დარღვევებს შეეხება.