რუსთავში თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა
რუსთავში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და ტექნოლოგიებით. ახალ შენობაში სულ 20-მდე მეხანძრე მაშველი იმუშავებს.
დაწესებულება გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. რუსთავში 1974 წლის შემდეგ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის აშენება პირველად მოხდა.
მღებრიშვილის განმარტებით, უახლოეს მომავალში მსგავსი ცენტრები აჭარისა და გურიის რეგიონებში გაიხსნება.