რუსთავში სამი ადამიანი დაჭრეს

რუსთავში, ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, მე-12 მიკრორაიონის ტერიტორიაზე მოხდა. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს, ერთ-ერთ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მისი მდგომარეობა, სხვა ორ დაჭრილთან ერთად, სტაბილურია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. დაჭრილების მდგომარეობის შესახებ რამდენიმე წუთის წინ კომენტარი ექიმმა გააკეთა.