რუსთავში სახალხო ზეიმის აღნიშვნა სრულდება

რუსთავში დღეს სახალხო ზეიმის აღნიშვნა სრულდება. რუსთავქალაქობის კვირეული, რუსთავის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებები დილიდან სპორტული მარათონით დაიწყო, რომელშიც დაღუპული გმირების საპატივსაცემოდ სამხედროებიც ჩაერთვნენ.

დღესვე საპატიო რუსთაველებიც დააჯილდოვეს, ისინი მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ღონისძიებები მოგვიანებით გალა კონცერტით დასრულდება.