რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნაპოვნი ჩვილი თავს კარგად გრძნობს
რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნაპოვნი ჩვილი თავს კარგად გრძნობს. ახალშობილი კლინიკა “რუსთავის” სამშობიაროში რჩება. როგორც სამშობიაროს მთავარი ექიმი აცხადებს, ჩვილი 6 იანვარს, საპატრულო პოლიციამ მიიყვანა.
მას ჩაუტარდა ყველანაირი დახმარება. უახლოეს პერიოდში მოხდება მისი გადაყვანა ჩვილ ბავშვთა სახლში, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.