თურქული ინვესტიციით რუსთავში ახალი საწარმო შენდება.
ქარხანა იმავე ინვესტორის მიერ ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში წლების წინ გახსნილი სამკერვალო საწარმოების ანალოგი იქნება. ადგილზე ცნობილი ბრენდების პროდუქცია შეიკერება, პირველი ნაწარმის გამოშვება კი ოქტომბერში იგეგმება. „ქართული ტექსტილის“ ასაშენებლად ინვესტორს მიწა მასზე არსებული ნაგებობით სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად გადასცა.