რუსთავში პიროტექნიკისგან ექვსი არასრულწლოვანი და ორი მოზრდილი დაშავდა

 რუსთავში პიროტექნიკის გამოყენებისას, ექვსი არასრულწლოვანი და ორი მოზრდილი დაშავდა. მათგან ორ მოზარდს თითების ამპუტაცია დასჭირდა. ოპერაცია ერთს თბილისში, მეორეს კი რუსთავშივე ჩაუტარდა.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შედეგიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოზარდებს ხელში აუფეთქდათ. ამიტომ ფიქრობენ, რომ ის ვადაგასული იყო. ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

რუსთავში, გასულ წელთან შედარებით, დაშავებულთა რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. ამ დროისთვის რუსთავის კლინიკებში არცერთი პაციენტი აღარ რჩება.