შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსთავში მომხდარი 35 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული გ.ა. გარდა ამისა, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან, შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები – 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული დ.მ. აღნიშნული ბრალდებით ასევე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი: 1989 წელს დაბადებული დ.დ. ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.გ.
თემის დეტალები „მოამბეში“.