რუსთავში, კოსტავას გამზირზე აივნების ნაწილი ჩამოინგრა

რუსთავში, კოსტავას გამზირზე, რეაბილიტაციიდან 15 თვეში, აივნების ნაწილი ჩამოინგრა. საუბარია აივნების ქვედა, ბათქაშიან ნაწილზე, რომელიც თავიდან დაიბზარა, რამდენიმე დღის წინ კი, მთლიანად ტროტუარზე ჩამოვარდა. ჯამში 10-მდე აივანია დაზიანებული.

ადგილობრივი თვითმმართველობა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას უკვე დაუკავშირდა.

რამდენად სახიფათოა შექმნილი სიტუაცია ადგილობრივებისთვის და გამოჩნდნენ თუ არა კომპანიის წარმომადგენლები რუსთავში. ამას დღეს ჩვენი კორესპონდენტი არკვევდა.

რუსუდან ლოლაძე თემის დეტალებით რუსთავიდან.