რუსთავში ინტენსიური წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა - დატბორილია თითქმის მთელი ქალაქი
ინტენსიური წვიმის გამო, პრობლემები შეექმნა რუსთავის მოსახლეობას. დატბორილია თითქმის მთელი ქალაქი. შეზღუდულია გადაადგილება. შეფერხებულია ასევე ელექტროენერგიის მიწოდება და ადგილობრივების ნაწილი დენის გარეშეა დარჩენილი.
იაღლუჯის მთიდან ჩამოწოლილმა ქვაღორღმა სანიაღვრე სისტემა დააბინძურა, რის გამოც ქალაქის ქუჩებში დიდი რაოდენობით ნალექი დაგროვდა. ინტენსიურად მუშაობენ მაშველებიც და სანიაღვრე სისტემის გაწმენდას ცდილობენ.