ერთი ახალგაზრდა დაჭრეს რუსთავში. დაპირისპირება ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა. მას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.
მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. კიდევ ერთ ახალგაზრდას ტვინის შერყევა აღენიშნება.
„მოამბის“ გადამღები ჯგუფი პაციენტების მდგომარეობის გარკვევის მიზნით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა დაცვის თანამშრომელმა გადამღებ ჯგუფს, რომელიც ექიმს ელოდებოდა, ტერიტორია დაატოვებინა.