რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში დაჭრილი წლევამდელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ხაჩატურ მანკასარიანი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვის სუნთქვაზე რჩება, თუმცა სასიცოცხლო ფუნქციები დარღვეული არ აქვს.
წლევამდელმა 29 დეკემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, მუცლის არეში თვითდაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა, – ასეთია ოფიციალური ვერსია, თუმცა უნდა დადგინდეს, იყო ეს სუიციდის მცდელობა თუ თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით.