რუსთავში CO-​თი ინტოქსიკაციის სტატისტიკა

რუსთავში ბოლო 18 დღეში მხუთავი აირით 18 ადამიანი მოიწამლა. ახალი წლის დადგომიდან ქალაქში CO-​თი ინტოქსიკაციის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ექიმებმა ყველა მოქალაქის გადარჩენა შეძლეს.

რუსთავში მხუთავი აირით მოწამვლის მაჩვენებელი კიდევ უფრო საგანგაშო გახდა. ყოველ მესამე დღეს 120 ათასიან ქალაქში, ბუნებრივი აირის ნამწვით თითო ოჯახი იწამლება.

„სოკარ გაზის“ წარმომადგენლების განმარტებით, ბინებში დამონტაჟებული წყლის გამათბობლის მილების თითქმის 99% სავენტილაციო სისტემაში გადის და რამდენიმე ოჯახის მიერ გამათბობლების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, CO-​თი მოწამვლის რისკი კიდევ უფრო იზრდება.

გასულ წელს რუსთავში ბუნებრივი აირით 175 მოქალაქე მოიწამლა, ერთი გარდაიცვალა.