რუსთავში, 52-მა სოციალურად დაუცველმა, თავშესაფრის მაძიებელმა ოჯახმა საცხოვრებელი მიიღო. სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მე-11 მიკრორაიონში, რუსთავის მერიამ 2018 წლის აპრილში დაიწყო.
2019 წლის თებერვალში შეიქმნა „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია“, რომელშიც ადგილობრივი მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორის, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და ქალაქის საკრებულოს წევრები მუშაობდნენ.
კომისიამ საკრებულოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, შეარჩია სოციალურად დაუცველი, თავშესაფრის მაძიებელი 52 ოჯახი.