რუსთავსა და გარდაბანში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული სკოლები გაიხნა. საუბარია რუსთავის მე-4 და გარდაბნის მე-4 საჯარო სკოლებზე.
13 800-მდე მოსწავლე ქვემო ქართლსა და კახეთში განახლებულ სასწავლო გარემოში მიიღებს განათლებას.
ჯამში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 72 300 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ ფართს. ქვემო ქართლში კი სულ 13 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია.