რუსთავქალაქობა

20 სექტემბერს, რუსთავი ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნას იწყებს. ტრადიციული რუსთავქალაქობა, რომელიც ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება, წელს სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღესასწაული 20 სექტემბერს 16.00.სთ-ზე, მეგობრობის გამზირზე (მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორია) რუსთავის სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოებით,  ფერების ფესტივალით და ჯგუფის, „რეზო და ბავშვები“ კონცერტით გაიხსნება.