რუსთავის თეატრის მუზეუმი

50-წლიანი ისტორია და სპექტაკლები, რომლებმაც მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. ყველაფერი, რასაც რუსთავის დრამატული თეატრი აერთიანებს, ახლა უკვე მუზეუმში იქნება თავმოყრილი. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის ახალგახსნილი მუზეუმი დამთვალიერებელს საბჭოთა პერიოდში თეატრის დაარსების ისტორიას მოუყვება.

სახელოვნებო სივრცე, რომელიც საბჭოთა პერიოდში თეატრალურ რევოლუციად ჩაითვალა – რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი.