რუსთავის თეატრი დრამატურგებისთვის კონკურსს აცხადებს

რუსთავის თეატრი დრამატურგებისთვის კონკურსს აცხადებს. მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ პიესა, რომელიც ქართული ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სოხუმში გატარებულ უკანასკნელ დღეებს ასახავს.

საუკეთესო პიესას კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომელშიც ცნობილი დრამატურგები და რეჟისორები შევლენ. საუკეთესო პიესის ავტორი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება და  მისი პიესა რუსთავის თეატრის სცენაზე დაიდგმება. მასში რუსთავის დასის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას.