რიგგარეშე სხდომა რუსთავის საკრებულოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
დეპუტატები ბიუჯეტის ხუთი მილიონით გაზრდაზე მსჯელობენ. საკითხის დაჩქარებულ განხილვას ესწრება რუსთავის მერიც, რომელიც საკრებულოში ოპოზიციამ რამდენჯერმე დაიბარა.