რუსთავის კულტურის სახლი მალე ახალ ფუნქციას შეიძენს. ქალაქში მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები იწყება.
ათწლეულების წინ აშენებულ ისტორიულ შენობაში მუსიკალური ლაბორატორია უნდა განთავსდეს. პროექტის მიხედვით, ეს იქნება თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მულტიფუნქციური სივრცე, სადაც შენობის პირვანდელი იერსახე ავთენტურად იქნება შენარჩუნებული. ნაგებობა გათვლილი იქნება ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებისა და წრისთვის, ასევე მასშტაბური კულტურული ღონისძიებებისთვის. მდიდარი ისტორიის მქონე შენობის ახალი სიცოცხლე – სარესტავრაციო პროექტი ჩვენს ობიექტივში მოექცა.