„რუსთავის“ კონცერტი ბელგიაში

ანსამბლ „რუსთავის“ მორიგი წარმატება.

ბელგიის სამეფოს ქალაქ ვატერლოოსთან მდებარე, ვილერის სააბატოში ორი დღის განმავლობაში საგუნდო სიმღერების საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა. საგანგებოდ მოწყობილ ექვს ლოკაციაზე მაყურებლის წინაშე ანსამბლ „რუსთავის“ გარდა, ამერიკელი, ბრიტანელი, ბელგიელი და ფრანგი მომღერლები წარდგნენ. აღსანიშნავია, რომ ქართული პოლიფონიისა და ანსამბლ „რუსთავის“ მოსასმენად ყველაზე მეტი მსმენელი შეიკრიბა.

ორი დღის განმავლობაში ანსამბლმა რვა კონცერტი გამართა.