ქალაქ რუსთავში და გარდაბნის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ.
შუალედურ არჩევნებში სამი პოლიტიკური ძალა მონაწილეობს.
„ქართული ოცნების“ კანდიდატს „საქართველოს ერთობის და განვითარების“ პარტიის და „სოციალური სამართლიანობის პარტიის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან. რუსთავსა და გარდაბანში ოპოზიცია „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს უჭერდა მხარს, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.