რუსთავიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგა
რუსთავიდან თბილისში, მაღლივი კორპუსის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა აღდგა. მძღოლებისა და მოსახლეობის პროტესტი და აქცია, კომპანიასა და მერიასთან მოლაპარაკებების შედეგად დროებით შეწყდა.
„ინტერტრანსის” ინფორმაციით, რუსთავი-თსუ-ს მაღლივი კორპუსის სამარშრუტო ხაზზე, 13 ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი მოძრაობს. მათივე ინფორმაციით, კომპანია მზად არის ე.წ. თეთრ მიკროავტობუსებზე დასაქმებული მძღოლები, ყვითელ მიკროავტობუსებზე დაასაქმონ, რაზეც მძღოლები უარს ამბობენ და კუთვნილი ავტოტრანსპორტით აგრძელებენ მუშაობას.