რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასური გაძვირდა.
დღემდე არსებული ტარიფი 1.80 თეთრი, 2.80 თეთრი გახდა. რუსთაველები ამბობენ, რომ ტარიფის გაძვირება მათთვის მძიმე ტვირთია. ტარიფი კომპანია „ინტერტრანსმა“ გაზარდა, რაზეც მუნიციპალიტეტმა ჯარიმა გამოწერა და თბილისის მიმართულებით ავტობუსის ახალი ხაზი დანიშნა.
რატომ გააძვირა მგზავრთა გადაყვანა კომპანია „ინტერტრანსმა“, რას აცხადებენ რუსთავის მერიაში და როგორია თავად რუსთავის მცხოვრებლების პოზიცია, – რუსუდან ლოლაძე დეტალებით.