რუსთაველზე დაჭრილი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
რუსთაველის გამზირზე დაჭრილი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ცოტა ხანში მას რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ. მოზარდს, რომელსაც ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ოპერაცია ჩაუტარდა.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, ამ დრომდე სავარაუდო დამნაშავე არ დაუკავებიათ. ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში თვითმხილველების დაკითხვის პროცესი დილიდან განახლდა.
მომხდარზე განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა, მინისტრი ფიქრობს, რომ სავარაუდო დამნაშავეს უახლოეს პერიოდში დააკავებენ.
დაჭრილი მოზარდი ვარკეთილის ერთ-ერთ სკოლაში მეათე კლასის მოსწავლე იყო.