რუსმა სამხედროებმა სოფელ ოკამის მცხოვრებლები გაიტაცეს. გიორგი შამანაური და სოსო შუკაკიძე ჯარისკაცებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით აიყვანეს. ოკამის მცხოვრებლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, კიდევ ორი დღის გატარება მოუწევთ, ე.წ. სასამართლო ორშაბათს არის ჩანიშნული.
თამუნა წიკლაური ჩავიდა კასპის მუნიციპალიტეტში და დაკავებულების ოჯახის წევრებს ესაუბრა – რა ვითარებაში მოხდა გატაცება და დაუკავშირდნენ თუ არა უკვე ოჯახს ოკუპირებული ცხინვალიდან?