რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეების გატაცებას განაგრძობენ. უკანონო მოქმედების მსხვერპლი ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში მცხოვრები 80 წლამდე მამაკაცი გახდა. მომხდარზე უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია გადაეცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.