რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქვეშის მცხოვრები დააკავეს

15:13, 06.05.2019

რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეების გატაცებას განაგრძობენ. უკანონო მოქმედების მსხვერპლი ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში მცხოვრები 80 წლამდე მამაკაცი გახდა. მომხდარზე უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია გადაეცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

მსგავსი