რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებაზე.
სოფელ კირბალში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრეს. კირბალში დილიდან იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც.