რუსი სამხედროების მიერ დაკავებული გორა ღარიბაშვილი გათავისუფლებულია
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 94 წლის გორა ღარიბაშვილი გათავისუფლებულია. ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
მოლაპარაკებები დე ფაქტო რეჟიმთან ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობდა. რუს სამხედროებს გორა ღარიბაშვილი მანამდეც ჰყავდათ დაკავებული.