რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების საქმე

ამ დრომდე უცნობია, როდის გაიმართება რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების  ე.წ. სასამართლო პროცესი. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება.

შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, დაკავებულების მდგომარეობა ნორმალურია. გიორგი ხოჯევანიშვილი დღეს საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული პირების ოჯახებს ესტუმრა და მათ გაესაუბრა. მისი განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა მოქალაქეები მშვიდობიანად დაუბრუნდნენ ოჯახებს.