რუს ოპოზიციონერ ლიდერს ამჯერად სოციალურ ქსელში ვეტერანის შეურაცხყოფისთვის ასამართლებენ. ალექსეი ნავალნის მორიგი სასამართლო პროცესი მოსკოვში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს დაემთხვა. სწორედ ნავალნის რეზონანსული საქმის გამო რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა ძლიერდება. ჟოზეფ ბორელიმ რუს კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნავალნის გათავისუფლება მოითხოვა. ოპოზიციონერის სამართლებრივი დევნის გამო მოსკოვი მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმაც. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა რამდენიმე ევროპელი დიპლომატი არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობის გამო ქვეყნიდან გააძევა.